ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რკინიგზაზე მატარებლები მალე ორ ლიანდაგიან ხაზზე იმოძრავებენ
16 აპრილი, 2018

საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში ერთ ლიანდაგიანი ხაზის ნაცვლად მატარებლები უახლოეს მომავალში ორ ლიანდაგიან ხაზზე იმოძრავებენ.

4 კილომეტრ ნახევრიან მონაკვეთზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ხარაგაულიდან ლაშეს მიმართულებით, კილომეტრზე მეტი უკვე ორ ლიანდაგიანია.

როგორც რკინიგზაში ამბობენ, განახლებული ინფრასტრუქტურა მატარებლების უსაფრთხო გადაადგილებასა და ტვირთების გამტარიანობას შეუწყობს ხელს.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.