ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
როგორი იქნება თბილისის საახალწლო განათებები
13 ნოემბერი, 2017

წელს თბილისის საახალწლო ნაძვის ხე ქართულ მოტივებზე შექმნილი სათამაშოებით მოირთვება. „თბილსერვის ჯგუფს" უკვე გამოცხადებული აქვს სახელმწიფო შესყიდვა, რომლის საწყისი ღირებულბა 64 ათასი ლარია.

მთავარი ნაძვის ხე 2 ფერში იქნება გადაწყვეტილი - წითელი და ოქროსფერი.

როგორც დოკუმენტაციაშია აღნიშნული, საახალწლო ნაძვის ხეზე განთავსდება ქართულ მოტივებზე შექმნილი სხვადასხვა ფორმის სათამაშოები, მათ შორის, სათამაშოებს ექნება - ქალის, კაცის, ირმის, თევზის, ჩიტის ფორმები.

ამასთან, "თბილსერვის ჯგუფი" ყიდულობს რამდენიმე ფერის განათებას ქალაქისთვის: თეთრი, მწვანე, მოცისფრო, წითელი, იასამნისფერი.

სახელმწიფოს შესყიდვაში წინადადებების მიღება იწყება 17 ნოემბერს და სრულდება 20 ნოემბერს. დოკუმენტაციის მიხედვით, 11 დეკემბერს მიწოდების სამუშაოები დასრულებული უნდა იყოს.

დოკუმენტაციის მიხედვით, მოხდება თბილისში საახალწლო ნაძვის ხეზე განსათავსებელი გასანათებელი მოწყობილობების შესყიდვა და ზოგადად საახალწლო გასანათებელი მოწყობილობების შეძენა.

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.