საქართველოში ბრენდული სასტუმროების რაოდენობა მატულობს. 2017 წლის სტატისტიკის მიხედვით, ცნობილი ბრენდების ინტერესი რეგიონებისადმი იზრდება.
Galt&Taggart-ის მონაცემებით, 2017 წელს ქვეყანაში საშუალო სეგმენტის 5 საერთაშორისო ბრენდული სასტუმრო გაიხსნა: 3-ვარსკვლავიანი Ibis Styles-ი თბილისში, 5-ვარსკვლავიანი Wyndham Hotel-ი და 4-ვარსკვლავიანი Best Western Plus-ი ბათუმში, 4-ვარსკვლავიანი Golden Tulip-ი კი ბორჯომში.
პირველი საერთაშორისო ბრენდული სასტუმროები გაიხსნა ქუთაისსა და ბაკურიანში - 3-ვარსკვლავიანი Best Western ქუთაისში 45 ოთახით და 4-ვარსკვლავიანი Best Western Plus ბაკურიანში 70 ოთახით.
ექვსი სასტუმროს გახსნით საერთაშორისო ბრენდული სასტუმროების ბაზარს ჯამში 447 ოთახი შეემატა.
საქართველოში 25 საერთაშორისო სასტუმრო ფუნქციონირებს, ჯამურად 3 346 ოთახით.
www.travelingeorgia.ge