|
|
რომელი ქვეყნებიდან სტუმრობენ მოგზაურები საქართველოს
05 სექტემბერი, 2018
საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა იზრდება. აგვისტოში მაჩვენებელი 9,8%-ით 1,294,926 ვიზიტამდე გაიზარდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, საერთაშორისო ვიზიტორთა მიერ განხორციელებულმა ვიზიტების რაოდენობამ 1,040,544 შეადგინა, ზრდა 10.7%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 737,049 შეადგინა, რაც 90,050-ით მეტია 2017 წლის აგვისტოს მაჩვენებელზე (+13.9%).
ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი რუსეთიდან (+15.8%), აზერბაიჯანიდან (+13.3%),სომხეთიდან(-5.7%)და თურქეთიდან (24.4%) შედგა.
პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: რუმინეთი +137%, ესტონეთი +86%, ნიდერლანდები +73%, გერმანია +58%, იტალია +54%, საფრანგეთი +45%, ჩეხეთი +40%, ესპანეთი +35%,გაერთიანებული სამეფო+30% და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან:ინდოეთი +166%, კორეის რესპუბლიკა +126%, ჩინეთი +95%, ბელარუსი +47%, არაბთა გაერთიანებული საემირეობი +40% და სხვა.
|
|
ქვეყანა
|
2017: აგვისტო
|
2018:აგვისტო
|
ცვლილება
|
ცვლილება %
|
|
1
|
რუსეთი
|
196,173
|
227,114
|
30,941
|
15.8%
|
|
2
|
აზერბაიჯანი
|
176,858
|
200,454
|
23,596
|
13.3%
|
|
3
|
სომხეთი
|
194,537
|
183,500
|
-11,037
|
-5.7%
|
|
4
|
თურქეთი
|
116,476
|
144,917
|
28,441
|
24.4%
|
|
5
|
საქართველო (არარეზიდენტი)
|
47,921
|
51,326
|
3,405
|
7.1%
|
|
6
|
ირანი
|
47,053
|
35,571
|
-11,482
|
-24.4%
|
|
7
|
უკრაინა
|
23,167
|
24,560
|
1,393
|
6.0%
|
|
8
|
ისრაელი
|
15,750
|
21,447
|
5,697
|
36.2%
|
|
9
|
საუდის არაბეთი
|
17,908
|
16,406
|
-1,502
|
-8.4%
|
|
10
|
ბელარუსი
|
8,918
|
13,151
|
4,233
|
47.5%
|
|
11
|
ყაზახეთი
|
9,254
|
10,498
|
1,244
|
13.4%
|
|
12
|
პოლონეთი
|
7,960
|
10,109
|
2,149
|
27.0%
|
|
13
|
გერმანია
|
6,270
|
9,883
|
3,613
|
57.6%
|
|
14
|
ინდოეთი
|
2,777
|
7,383
|
4,606
|
165.9%
|
|
15
|
აშშ
|
5,465
|
6,107
|
642
|
11.7%
|
რაც შეეხება 2018 წლის იანვარი-აგვისტოს მონაცემებს, საქართველოში 5,895,914 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +12.2%-ია. საერთაშორისო ვიზიტორთა მიერ განხორციელებულმა ვიზიტების რაოდენობამ 4,883,580 შეადგინა, ზრდა+14.1%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 3,235,800 შეადგინა, რაც 523,674-ით მეტია 2017 წლის იანვარი-აგვისტოს მაჩვენებელზე (ზრდა +19.3%)
www.travelingeorgia.ge
|