გამოცემამ Monocle თბილისში მდებარე სასტუმრო Rooms საუკეთესო სასტუმროებს შორის დაასახელა. რეიტინგში ჯამში 50 სასტუმრო მოხვდა, რომლის მონახულებასაც გამოცემა მკითხველს 2018 წელს ურჩევს.
ქართული სასტუმრო ბრენდის წარმატებაზე Business Insider-იც წერს. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ რეიტინგის შედგენისას პრივილეგია სასტუმროს მომსახურებას, საკვებსა და სერვისს მიენიჭა.
„ROOMS-ის დეკორი, მისი გამორჩეული სამზარეულო და აქცენტი მოსასვენებელ სივრცეებზე სასტუმროს პრესტიჟული ჯილდოს მოპოვებაში დაეხმარა“, - წერს გამოცემა.
www.bm.ge