ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
როსტურიზმი მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავებას სთხოვს
25 აგვისტო, 2017

"როსტურიზმის" ხელმძღვანელი რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობის საფრთხის შესახებ აფრთხილებს. ოლეგ საფონოვი მოქალაქეებს ურჩევს გაითვალისწინონ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. 

მისი თქმით, მიუხედავად ვიზიტორების ნაკადის ზრდისა, საქართველოში რუსი ტურისტებისთვის საფრთხის შექმნა ადვილია, - აღნიშნულ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ავრცელებს. 

ასევე, გამოცემა რუსეთის დუმის დეპუტატ იგორ მარტინოვთან დაკავშირებულ ბოლოდროინდელ ინციდენტსაც იხსენებს, როდესაც საქართველო-სომხეთის საზღვარზე ქართველმა მესაზღვრეებმა მას ქვეყანაში შემოსვლის უფლება არ მისცეს, რის შესახებაც დეპუტატმა facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. 

"საქართველოში სტუმრობისას რუსმა მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ამ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობა არ არსებობს და მეტიც, ქვეყანაში არის კანონი, რომელიც რუსი მოქალაქეებისთვის პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს",- აღნიშნა საფონოვმა მედიის წარმომადგენლებთან.

www.bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.