ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ავიაბილეთებზე მოთხოვნა 4-ჯერ გაიზარდა
04 ივლისი, 2017

რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით დაჯავშნილი ავიაბილეთების რაოდენობა 4-ჯერ გაიზარდა. იმავდროულად რუსეთიდან საქართველოს დედაქალაქში ფრენის ღირებულება წელს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 21%-ით არის შემცირებული.

დღეისათვის რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ორმხრივი ავიაბილეთის ფასი საშუალოდ 13,4 ათასი რუბლია (578 ლარი). ასევე მესამედით, ანუ 32%-ით არის გაზრდილი მოთხოვნა რუსეთის სხვადასხვა ქალაქებიდან ბათუმის მიმართულებით ავიაბილეთებზე.

აღნიშნულ სიხშირეებზე ორმხრივი ავიაბილეთის ფასი საშუალოდ 16 ათასი რუბლია (647 ლარი). ეს კი იმას ნიშნავს, რომ ავიაბილეთის ფასი გასული წლის ივნის-აგვისტოსთან შედარებით 15%-ით შემცირდა.

4-ჯერაა გაზრდილი ასევე ავიაბილეთების გაყიდვები ქუთაისის მიმართულებითაც. როგორც რუსული მედია წერს, რუსეთიდან ქუთაისის მიმართულებით ავიაბილეთის ფასი 53%-ით შემცირდა რუსეთიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით ფრენის ავიაბილეთის საშუალო ფასი 10,2 ათას რუბლს (412 ლარი) შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ მაისში საქართველო რუსი ტურისტებისათვის ყველაზე ხელსაყრელი მიმართულებების „ტოპ-5“-ში შედის.

www.bpi.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.