8 ახალი მიმართულება ევროპისკენ - Wizz air-ი ვროცლავი-ქუთაისის მიმართულებით ფრენებს 31 მარტიდან დაიწყებს
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz air ვროცლავი-ქუთაისის მიმართულებით პირველ რეგულარულ რეისს 31 მარტს შეასრულებს.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით ახალი რეისები მუდმივად ემატება.
2018 წელს ახალი რიგა-ქუთაისის მიმართულებით ფრენა, 25 მარტს შესრულდა. 17 მაისიდან ქუთაისის აეროპორტში ავიაკომპანია Wizz air-ის მეორე ბაზირებული საჰაერო ხომალდი დადგება, რომელიც რეგურალურ რეისებს ათენის, პარიზის, რომის, ბარსელონასა და პრაღის მიმართულებით შეასრულებს.
“საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის, ქეთი ალექსიძის განცხადებით, ახალი მიმართულებების დამატებაზე კომპანია Wizz air-თან კონსულტაციები მუდმივად მიმდინარეობს.
“ჩვენსა და ავიაკომპანია Wizz air-ს შორის წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, 2018 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით 8 ახალი მიმართულება დაემატა. პირველი რეისი ქუთაისში რამდენიმე დღის წინ უკვე შესრულდა. 3 დღეში დაემატება ახალი, მესამე მიმართულება პოლონეთიდან, ეს გახლავთ ულამაზესი ქალაქი ვროცლავი. ასევე, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ვამატებთ 5 ახალ რეისს ევროპის ყველაზე მოთხოვნად ქალაქებში. უნდა აღინიშნოს, რომ ბილეთები დაანონსებისთანავე ოქტომბერშივე თითქმის სულ გაიყიდა და კიდევ ერთი მიმართულება უკვე ნოემბერში, ზამთრის სანავიგაციო სეზონზე დაემატება,-‘’ განაცხადა ქეთი ალექსიძემ.