საქართველოს საავიაციო ბაზარის ლიდერი თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ია. 2018 წლის იანვარ-მარტის მონაცემებით, კომპანია ავიაბაზრის 12%-ს აკონტროლებს.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, Turkish Airlines-ი ამ პერიოდში საქართველოს აეროპორტებში 101 091 მგზავრს მოემსახურა.
გადაყვანილი მგზავრების მიხედვით მეორე ადგილზეა Georgian Airways-ი, რომელმაც ამ პოზიციაზე 2017 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებისგან განსხვავებით Ukraine International Airlines-ი (flyuia) ჩაანაცვლა. Georgian Airways-ის წილი ბაზარზე 11%-ია, კომპანიამ სულ 89 833 მგზავრი გადაიყვანა.
რეიტინგში მე-3 ადგილზე უნგრული ავიაკომპანია Wizz Air-ია, რომელიც ბაზრის 9%-ის მფლობელია. 2018 წლის იანვარ-მარტში Wizz Air-ი სულ 73 187 მგზავრს მოემსახურა.
საქართველოს ავიაბაზრის 7%-იანი წილის მფლობელი Flydubai-ა. კომპანია საქართველოს აეროპორტებში მოემსახურა და ავიაკომპანიამ დანიშნულების ადგილზე გადაიყვანა 53 575 მგზავრი, რაც საქართველოს აეროპორტებიდან გადაყვანილი მგზავრების 7%-ია.
სტატისტიკური ინფორმაციით, 2018 წლის იანვარ-მარტში რეგულარული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რიცხოვნობით, ბაზრის 6%-ს აკონტროლებს flyuia, 5%-ს Aeroflot-ი, 4-4%-იანი წილის მფლობელები არიან: Pegasus Airlines-ი, Pobeda Airlines-ი, S 7 და Ural Airlines-ი.
გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით, საქართველოს ავიაბაზრის 3-3%-იანი წილის მფლობელები არიან: Air Arabia, Zagros Airlines-ი, Qatar Airways-ი და Qeshm Air-ი.
2018 წლის სამი თვის მონაცემებით, ბაზრის 2-2%-იანი წილის მფლობელები არიან: AZAL-ი, ATA Airlines-ი, Belavia, Air Astana, Lufthansa და LOT-ი.
2018 წლის იანვარ-მარტის მაჩვენებლებით, რეგულარული და არარეგულარული რეისებით გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით, ბაზრის 89%-ი უცხოურ ავიაკომპანიებზე, ხოლო 11%-ი ეროვნულ ავიაგადამზიდავზე მოდის.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის იანვარ-მარტის მონაცემებით საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 35%-ით გაიზარდა.
www.travelingeorgia.ge