საჩხერის მუნიციპალიტეტში, 6 სოფლის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტს 4,4 მლნ ლარით ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებს 11 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციას. ასევე, გზის მთელ სიგრძეზე მოეწყობა რკინა-ბეტონის კიუვეტები, გაბიონის საყრდენი კედლები, ლითონისა და რკინა-ბეტონის წყალგამტარი მილები.
არსებული გრუნტის გზა ცუდ მდგომარეობაში იყო და მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა. პროექტის დასრულების შემდეგ კი, საჩხერის მუნიციპალიტეტის 6 სოფელის (ხვანი, ლიჩი, ღოდორა, ტმანი, ვაკისა და გორიჯვარი), დაახლოებით, 600 ოჯახი უსაფრთხოდ და კომფორტულად შეძლებს გადაადგილებას.
პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს.
www.travelingeorgia.ge