2018 წლის მესამე კვარტალში, 2018 წლის მეორე კვარტალთან შედარებით, უძრავი ქონების ბაზარი, 2.4%-ით გაიზარდა, ასევე მნიშვნელოვანი ზრდა (24.3%) დაფიქსირდა გასულ წელთან შედარებით.
თიბისი ბანკის, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და ForSet-ის ერთობლივი კვლევის მიხედვით, უძრავი ქონების ბაზრის ზრდაში მნიშვნელოვანი ადგილი კვლავ თბილისის უძრავი ქონების ბაზრის გააქტიურებას უკავია. სწორედ თბილისზე მოდის გაყიდვების 44%.
თბილისში ყველაზე აქტიური უბანი კი საბურთალოა, რომელზეც მთლიანი გაყიდვების 27% მოდის, მას მოსდევს ვაკე 16.1%-ით და გლდანი 12.2%-ით.
თბილისის უბნების მიხედვით, საცხოვრებელი უძრავი ქონების გასაყიდი საშუალო ფასი შემდეგია:
მთაწმინდა – $1099 (კვ.მ) ზრდა წინა წელთან შედარებით +7.3%
ვაკე – $972 (კვ.მ) ზრდა წინა წელთან შედარებით +5.3%
საბურთალო – $893 (კვ.მ) ზრდა წინა წელთან შედარებით +2%
კრწანისი – $829 (კვ.მ) ცვლილება წინა წელთან შედარებით +2.3%
დიდუბე – $783 (კვ.მ) ცვლილება წინა წელთან შედარებით +12.4%
ჩუღურეთი – $771 (კვ.მ) ზრდა წინა წელთან შედარებით +2.9%
ისანი – $682 (კვ.მ) ცვლილება წინა წელთან შედარებით +2.6%
ნაძალადევი – $628 (კვ.მ) ცვლილება წინა წელთან შედარებით +12.4%
გლდანი – $570 (კვ.მ) ზრდა წინა წელთან შედარებით +9.9%
სამგორი – $546 (კვ.მ) ცვლილება წინა წელთან შედარებით -2.5%
რაც შეეხება სახლის ქირაობას, ფასი ამ შემთხვევაშიც ყველაზე მაღალი მთაწმინდაზეა და თბილისის უბნების მიხედვით კვ.მ ქირის ფასი შემდეგია:
მთაწმინდა – $7.772 (კვ.მ) ცვლილება წინა წელთან შედარებით -13.9%
ვაკე – $7.36 (კვ.მ) ცვლილებაწინა წელთან შედარებით -8.1%
კრწანისი – $7.05 (კვ.მ) ცვლილება წინა წელთან შედარებით -9.8%
ჩუღურეთი – $6.78 (კვ.მ) ზრდა წინა წელთან შედარებით +4.4%
საბურთალო – $6.75 (კვ.მ) ცვლილება წინა წელთან შედარებით -3.1%
ისანი – $6.69 (კვ.მ) ცვლილება წინა წელთან შედარებით +2.5%
დიდუბე – $6.05 (კვ.მ) ცვლილება წინა წელთან შედარებით -0.9%
სამგორი – $5.69 (კვ.მ) ცვლილება წინა წელთან შედარებით +19%
ნაძალადევი – $5.32 (კვ.მ) ცვლილება წინა წელთან შედარებით +0.6%
წყარო: Forbes.ge