იანვრიდან ადგილობრივ ბაზარზე სავალდებულო დეგუსტაციას ყველა საექსპორტო ღვინო გაივლის.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი სამანიშვილი „მაესტროსთან“ საუბრისას ამბობს, რომ ეს ღვინის ინდუსტრიისთვის წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.
სამანიშვილი ვაზის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ეს ხელს შეუწყობს ქართული ღვინის იმიჯის შენარჩუნებასა და ხარისხის გაუმჯობესებას.
„მნიშვნელოვანია ეს ცვლილება და აღსანიშნავია, რომ ინიციატივა კერძო სექტორიდან წამოვიდა. გაზრდილი ექსპორტის ფონზე არცერთი ბოთლი უხარისხო ღვინო არ უნდა მოხვდეს საექსპორტო ბაზარზე“, – ამბობს სამანიშვილი.
აღსანიშნავია, რომ 2018 წლამდე მხოლოდ ქართული ადგილწარმოშობის ღვინოები ექვემდებარებოდა სავალდებულო დეგუსტირებას.
www.bpi.ge