ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციის საინფორმაციო ცენტრების თანამშრომლებს საერთაშორისო ექსპერტი ტრენინგს ჩაუტარებს.
5 დღიანი გადამზადების კურსი საქართველოში USAID-ის პროექტის Zrda და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართება.
თანამშრომლობის ფარგლებში მომზადდა საქართველოში არსებული ტურისტული საინფორმაციო ცენტრების საქმიანობის შეფასება და რეკომენდაციები, შემუშავდა საინფორმაციო ცენტრების ქსელის განვითარების გეგმა საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით.
საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამა „ზრდა“ მიზნად ისახავს საქართველოს შერჩეულ რეგიონებში მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას.
www.travelingeorgia.ge