ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საჯად კარიმი: გვიხარია, ევროკავშირში სულ უფრო ხშირად ვხედავთ ქართულ ღვინოს, თხილს, მოცვს
25 იანვარი, 2018

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარის საჯად კარიმი საქართველოში გატარებული რეფორმებით კმაყოფილია და აღიარებს, რომ საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის მკაფიოდ გამოხატული ლიდერია. აღნიშნავს, რომ  ევროკავშირი საქართველოს მთავარ სავაჭრო პარტნიორად რჩება და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების წყალობით, ქართული პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე მკვიდრდება.

„ჩვენი ქართველი კოლეგები დიდ ყურადღებას უთმობენ საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას, რომელიც 2017 წლის მარტში ამოქმედდა. სისტემა დღემდე გამართულად ფუნქციონირებს, ფიქსირდება მხოლოდ  მცირე რაოდენობის დარღვევები. საქართველოს ევროპული ტრაექტორია  გამოვლინდა ასევე ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიასთან გამართული კონსულტაციების დროს, რომელიც შეეხებოდა საკონსტიტუციო რეფორმას. მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის კონსენსუსის მიღწევა ყველა საკითხზე ვერ მოხერხდა, ეს ფაქტი მხოლოდ ქართული დემოკრატიის სიმწიფეზე მიუთითებს. მინდა ასევე ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ევროკავშირი  საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორია, მასზე  ქვეყნის მთლიანი ვაჭრობის ერთი მესამედი მოდის. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების წყალობით, ქართული პროდუქცია ევროკავშირის ბაზრებზე გადის, და ჩვენ გვიხარია რომ ჩვენს მაგიდებზე სულ უფრო ხშირად ვხედავთ ქართულ თხილს, კაკალს, კივის, ნიორს, მოცვს, ღვინოს.“ - განაცხადა საჯად კარიმმა.

საქართველოსთან დაკავშირებით შეფასებები საჯიდ კარიმმა ევროპარლამენტის საერთაშორისო ვაჭრობის კომიტეტში განაცხადამ სადაც განხილვა ევროკავშირის სამი ასოცირებული პარტნიორის   - საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მიერ ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხები განიხილეს. 

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.