საქართველო 2022 წელს ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ასოციაციის კონფერენციას უმასპინძლებს
საქართველო მომავალ წელს ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ასოციაციის (AAWE) მე-14 წლიურ კონფერენციას უმასპინძლებს.
სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ AAWE-ს წლიური კონფერენციის საქართველოში ჩატარება კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ საქართველოს, როგორც ღვინის მწარმოებელ და ექსპორტიორ ქვეყანას, მსოფლიო ღვინის ინდუსტრიაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.
2022 წლის 24-28 აგვისტოს, საქართველოში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობითა და ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს მხარდაჭერით გაიმართება.
ღონისძიების ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლების და ბიზნესსექტორის წარმომადგენელები, ეკონომისტები და მკვლევარები ეწვევიან.
AAWE-ს საქმიანობა მოიცავს ღვინის ინდუსტრიის ეკონომიკურ კვლევებსა და ანალიზებს, მათ შორის, მარკეტინგის, მოხმარების, წარმოების, მაკროეკონომიკისა და იურიდიულ თემებზე, ასევე, რეცენზიების მომზადებას მევენახეობასა და მეღვინეობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ასპექტზე.
AAWE-ს გამოქვეყნებულ პუბლიკაციებში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საქართველოს ღვინის ინდუსტრიის შესახებ მიმოხილვებს, კვლევებსა და სტატისტიკურ მონაცემებს.
AAWE-ს მე-13 წლიური კონფერენცია, პანდემიამდე, 2019 წელს, ვენაში გაიმართა.
business-partner.ge