ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან 5 თვეში $177.8 მლნ-ის შემოსავალი მიიღო
24 ივნისი, 2021

ტურიზმიდან შემოსავალი მზარდია. მაისში ქვეყანამ ტურიზმიდან 73.8 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო 23.9 მლნ მეტი აპრილთან შედარებით, წლიურ ჭრილში კი, ზრდა 709.6%-ია, რაც გასულ წელს პანდემიის გამო ჩაკეტილ საზღვრებს უკავშირდება.

5 თვეში ტურიზმიდან შემოსავალი 177.8 მლნ დოლარს შეადგენს. ქვეყანაში წელს ტურიზმიდან 1.2 მლრდ დოლარის შემოსავალს ელიან, რაც 2019 წლის მაჩვენებლის დაახლოებით 37% იქნება.

უფრო ოპტიმისტურად არის განწყობილი ეკონომიკის მინისტრი, რომელიც პანდემიამდელ მაჩვენებლებთან შედარებით, შემოსავლების 50%-იან აღდგენას ვარაუდობს, რაც 1.6 მილიარის აკუმულირებას ნიშნავს. ასევე არის მოლოდინი, რომ ივნისიდან გაზრდილი ტურისტების ფონზე შემოსავლებიც მკვეთრად გაიზრდება.

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.