ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სამცათამბჯენიანი კომპლექსი და სასტუმროები – ალიანს ჯგუფი 3 პროექტში $130 მლნ-ს ჩადებს
11 ივლისი, 2017

ქართული დეველოპერული კომპანია “ალიანს ჯგუფი”, რომელიც საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე საერთაშორისო ბრენდების შემოყვანით არის ცნობილი, 3 დეველოპერულ პროექტს ახორციელებს და 130 მლნ დოლარის ინვესტირებას გეგმავს.

პროექტებს შორის ერთ-ერთი, “ალიანს ჰაილაინი” დედაქალაქის ცენტრში შენდება, 2 პროექტი კი აჭარის რეგიონში: “ალიანს პალასი” ბათუმში აშენდება და “ალიანს რიზორთი” კი კურორტ გოდერძიზე.

“მომავალი ინოვაციების გარეშე წარმოუდგენელია და ეს არის ის რასაც ვთავაზობთ ვაკეში მშენებარე უნიკალური მულტიფუნქციური კომპლექსის “ალიანს ჰაილაინი” მცხოვრებლებს, Wyndham Garden-ის აპარტამენტის მფლობელებს და სასტუმროს ვიზიტორებს,” – აღნიშნავს “ალიანს  ჯგუფის გენერალური დირექტორი და დამფუძნებელი აკაკი სოგულია.

მისი თქმით, სამცათამბჯენიანი კომპელქსის ყველაზე მაღალ კოშკში საცხოვრებელი ფართები განთავსდება, ორ შედარებით დაბალსართულიან კოშკებს კი Wyndham Garden-ის სასტუმრო და აპარტამენტები დაიკავებს.

მეორე პროექტი, რომელსაც “ალიანს ჯგუფი” Wyndham Hotel Group-თან ერთად ახორციელბს “ალიანს რიზორთია”, სადაც სასტუმროების გიგანტს ევროპაში ყველაზე სწრაფად ზრდადი ბრენდი Ramada შემოყავს.

მსოფლიოს კიდევ ერთი უმსხვილესი სასტუმრო ქსელი, რომელთანაც “ალიანს ჯგუფი” თანამშრომლობს Marriott International-ია. ქართველი დეველოპერი ბათუმში 41-სართულიან მულტფუნქციურ კომპლექსს “ალიანს პალასი” აშენებს, რომლის პირველ ხუთ სართულს სასტუმრო Courtyard by Marriott-ი დაიკავებს, ზედა სართულებზე კი პრემიუმ კლასის აპარტამენტები გამნთავსდება.

როგორც სონგულია ამბობს, “ალიანს ჯგუფის” მიერ განვითარებული სასტუმროების მენეჯმენტს სასტუმროების მართვის შვეიცარიული წარმოშობის საერთაშორისო კომპანია SOPHOS Hotels SA უზრუნველყოფს. “ალიანს ჯგუფის” გენერალური დირექტორის თქმით, ბოლო 12 წელიწადში კომპანიამ ქართულ უძრავი ქონების ბაზარზე $200 მილიონის ინვესტირება განახორციელა, $130 მლნ კი დამატებითი ინვესტიციააა, რომელსაც ამ 3 პროექტში აბანდებს.

საერთაშორისოდ აღიარებული ქართველი დეველოპერი მომავლის ტენდენციებს ამკვიდრებს.

www.bpi.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.