სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია სვანეთის კურორტებსა და ტურისტული ზონებში არსებულ ვითარებას ეცნობა.
გუბერნატორმა ტურისტებისა და დამსვენებლების შეფასებები და რეკომენდაციები მოისმინა. როგორც გუბერნატორმა განაცხადა, სამეგრელო-ზემო სვანეთს ტურიზმის განვითარებისთვის დიდი პოტენციალი გააჩნია, რისთვისაც კერძო სექტორთან თანამშრომლობის შედეგად, უახლოეს მომავალში იგეგმება თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოწყობა.
ალექსანდრე მოწერელიას თქმით, რეგიონში ტურიზმის განვითარება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების დასაქმებას. „სამეგრელოს და სვანეთს ტურიზმის განვითარების უდიდესი პოტენციალი აქვს.
სწორედ ამიტომ, რეგიონში ტურიზმის ხელშეწყობა ჩვენს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დავსახეთ. ტურიზმის კიდევ უფრო განსავითარებლად უახლოეს სამომავლო გეგმებში გათვალისწინებული გვაქვს საჭირო თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოწყობა. ამ მიმართულებით, ასევე, აუცილებელია კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა, რათა ახალი ინვესტიციები განხორციელდეს. საბოლოო ჯამში, რეგიონში ტურიზმის განვითარება ადგილობრივი ახალგაზრდობის აქტივობის, დასაქმების და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას შეუწყობს ხელს,“ - აღნიშნა ალექსანდრე მოწერელიამ.
www.travelingeorgia.ge