3 ივნისიდან Aegean Airlines-ი ათენი-თბილისი-ათენის მიმართულებაზე რეგულარული რეისებით ბრუნდება
საბერძნეთის უმსხვილესი ავიაკომპანია Aegean Airlines-ი საქართველოს ავიაბაზარს რეგულარული რეისებით უბრუნდება.
როგორც AviaNews-ს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განუცხადეს, ავიაკომპანია ათენი-თბილისი-ათენის საჰაერო ხაზზე რეგულარულ რეისებს 3 ივნისიდან შეუდგება და კვირაში 3 სიხშირით მოახდენს ოპერირებას.
არსებული განრიგის მიხედვით Aegean Airlines-ი ათენსა და თბილისს შორის ფრენებს ყოველ ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას შეასრულებს.