ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სამთო-სათხილამურო კურორტებზე მოთხილამურე პატრულებმა მუშაობა დაიწყეს
27 დეკემბერი, 2021

სამთო-სათხილამურო კურორტებზე მოთხილამურე პატრულებმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებმა მუშაობა დაიწყეს. ამის შესახებ კომერსანტს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. 

უწყების განმარტებით,  შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა - მოთხილამურე პატრულებმა ზამთრის კურორტებზე მუშაობა საზოგადოებრივი წესრიგისა და დამსვენებელთა უსაფრთხოების დასაცავად დაიწყეს.  მათთან ერთად დამსვენებლების უსაფრთხოებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამთო მაშველები და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებიც იზრუნებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, მოთხილამურე პატრულებმა უკვე გაიარეს გადამზადების კურსი და 100-მდე თანამშრომელი გუდაურის, მესტიის (თეთნულდი, ჰაწვალი), და გოდერძის უღელტეხილის ზამთრის კურორტების სასრიალო ტრასებზე პატრულირებას განახორციელებენ.

მოთხილამურე პატრულები აღჭურვილები არიან ყველა საჭირო ტექნიკით, რათა დამსვენებლებს საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი დახმარება გაუწიონ.

სამთხო-სათხილამურო კურორტებზე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები 2016 წლიდან მუშაობენ და ამ წლების განმავლობაში ასეულობით ადამიანს გაუწიეს დახმარება.

commersant.ge




© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.