ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საპატიო სტუმრები - ილხამ ალიევმა და მეჰრიბან ალიევამ საქართველოს ტურისტული სტენდი დაათვალიერეს
11 აპრილი, 2018

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აზერბაიჯანში ყოველწლიურ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.

ბაქოში გამოფენაზე საქართველოს სტენდი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილხამ ალიევმა და აზერბაიჯანის ვიცე-პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ მეჰრიბან ალიევამ დაათვალიერეს. საქართველოს სტენდი აზერბაიჯანის პრეზიდენტს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ გააცნო. 

ღონისძიებას ასევე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი.
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციასთან ერთად გამოფენაზე წარმოდგენილი იყო აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, წყალტუბოს ტურიზმის განვითარების ცენტრი, სასტუმროები Wyndham Batumi, Divan Batumi, Gino Wellness, Museum Hotel,Sheraton Grand, Marriott ბალნეოლოგიური ცენტრი Be Healthy.

ბაქოში AITF-2018-ის გამოფენაზე მსოფლიოს 20 ქვეყნიდან 230-მდე კომპანია იყო წარმოდგენილი. გამოფენას ტურისტული ინდუსტრიის 4 000-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.