საქართველოში მასპინძლობისა და მოგზაურობის ინდუსტრიის ინოვაციების საერთაშორისო ფორუმი გაიმართება
საქართველოში მასპინძლობისა და მოგზაურობის ინდუსტრიის ინოვაციების საერთაშორისო ფორუმი გაიმართება, - ამასთან დაკავშირებით მემორანდუმი „ტექნოპარკში“ გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, The Creative Business Cup Foundation-ის დამფუძნებელმა რასმუს თშერინგმა და და Creative Business Cup Georgia-ს დამფუძნებელმა გელა სულმა მოაწერეს.
მემორანდუმის თანახმად, 2018 წლის ოქტომბერში საქართველოში მასპინძლობისა და მოგზაურობის ინდუსტრიის ინოვაციების კონკურსის დასკვნითი ეტაპი და ინვესტორთა ფორუმი ჩატარდება.
კონკურსი, რომელსაც დანიური The Creative Business Cup Foundation-ი 2012 წლიდან ატარებს, ყოველწლიურად გამოავლენს სხვადასხვა სფეროში გამარჯვებულ მაღალტექნოლოგიურ სტარტაპებს.
წელს პირველად გადაწყდა, რომ კონკურსი ერთ კონკრეტულ სექტორში - მასპინძლობისა და მოგზაურობის ინდუსტრიაში ინოვაციური სტარტაპების გამოსავლენად ჩატარებულიყო, ფინალური ეტაპის გამართვის ადგილად კი საქართველო, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულება შეირჩა.
www.travelingeorgia.ge