ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველო და ყატარი ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას აღრმავებენ
07 მაისი, 2018

საქართველო და ყატარი ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას აღრმავებენ, - მხარეებს შორის მემორანდუმი უკვე გაფორმებულია. საქართველო, როგორც ტურისტული მიმართულება, ყატარში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ამას ხელს უწობს უვიზო რეჟიმი და ყოველდღიური პირდაპირი ფრენები დოჰა-თბილისის მიმართულებით.

მხარეებს შორის გაფორმებული მემორანდუმი ორი ქვეყნის ტურისტულ სექტორებს შორის აქტიურ თანამშრომლობას ითვალისწინებს, რაც გულისხმობს ტურ ოპერატორებსა და ტურისტულ სააგენტოებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობას, კერძო სექტორის წახალისებას ტურიზმის სფეროში ინვესტიციების განხორციელების კუთხით და სხვადასხვა ერთობლივი ტურისტული პროექტების მხარდაჭერას.

გასული 5 წლის განმავლობაში ყატარიდან ვიზიტორების რაოდენობა საშუალოდ ყოველწლიურად ორმაგდება. მხარეები იმედოვნებენ, რომ ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.