საქართველო Financial Times-ის 2018 წლის ტურისტულ მიმართულებებს შორის მოხვდა. გამოცემა წერს, რომ ადრე საქართველოში მოხვედრა რთული იყო, თუმცა გაზრდილი ავიამიმოსვლის ფონზე დღეს საქართველოში მოხვედრა ბევრად მარტივია.
გარდა ამისა, სტატიის ავტორი მიუთითებს რომ საქართველოს უნიკალური ისტორია აქვს და მკითხველს საქართველოს სოფლების მონახულებას ურჩევს.
საქართველოსთან ერთად რეიტინგში მოხვდა ბოლივია, კანადა, საუდის არაბეთი, ზიმბაბვე, პაკისტანი.
www.bm.ge