ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც კულტურული მარშრუტების კვლევა და რუკის შემუშავება იწყება
04 მაისი, 2018

საქართველო 2021 წელს კულტურული მარშრუტების ევროპულ ფორუმს უმასპინძლებს, – გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ, ლუქსემბურგში, ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების გაფართოებული წილობრივი შეთანხმების (EPA) მმართველი საბჭოს შეხვედრაზე მიიღეს.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ფორუმს 32 წევრი ქვეყნიდან 300-მდე  მოწვეული სტუმარი დაესწრება.

მისი თქმით, ეს ფორუმი მნიშვნელოვანია ზოგადად ქვეყნის წარმოჩენისთვის, მისი  მემკვიდრეობის გაცნობისა და ფორუმში მონაწილე ქვეყნებთან კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.

„გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ EPA-ის ბიურო გეგმავს ახალი ინიციატივის – “ქვეყნებში კულტურული მარშრუტების რუკების“ შემუშავებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2018 წელს საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც განხორციელდება კულტურული მარშრუტების შესახებ კვლევა და რუკის შემუშავება  – მეფინგი. ეს არის კულტურული მიმართულებით საქართველოს ნამდვილი ინტეგრაცია ევროპულ ოჯახში, როდესაც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობები სრულად იქნება დატანილი ევროპის კულტურულ რუკაზე. ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯებია, რომელსაც ჩვენ ახლა ვდგამთ და დარწმუნებული ვარ, ევროპა აბსოლუტურად აღარებს იმას, რომ საქართველო თავისი კულტურით ჭეშმარიტად არის ევროპის ნაწილი“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.