ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველო LONELY PLANET-ის წლის საუკეთესო მიმართულებებს შორისაა
15 იანვარი, 2018

საერთაშირისო უმსხვილესი სამოგზაურო მედია პლატფორმა Lonely Planet ყოველწლიურად აქვეყნებს მომდევნო წლის საუკეთესო მიმართულებებს. ვებ-გვერდის მომხმარებლის ხმის მიცემის შედეგად, 2018 წლის საუკეთესო ქალაქად ესპანეთის სევილია არის აღიარებული, ხოლო მიმდინარე წელს სამოგზაუროდ ერთ-ერთ საუკეთესო ქვეყნად საქართველო დასახელდა და მას მეშვიდე პოზიცია ერგო. 

სამოგზაუროდ საუკეთესო ქალაქების ტოპ-ხუთეულში ასევე შევიდნენ ჰამბურგი (გერმანია), დეტროიტი (აშშ), კანბერა (ავსტრალია) და კაიჰსიუნგი (ტაივანი). 

ნომინაციაში "საუკეთესო ტურისტული რეგიონი" - ლიდერის პოზიცია ჩრდილოეთ ირლანდიამ მოიპოვა. მას მოჰყვება ალიასკა (აშშ), ჯულიან ალპსი (სლოვენია), ლენგადოკი (საფრანგეთი) და კიიას ნახევარკუნძული (იაპონია). 

სამოგზაუროდ 2018 წლის საუკეთესო ქვეყნებს შორის რეიტინგის მესამე ადგილი პორტუგალიას ხვდა წილად და მას ჩილემ პირველი ადგილით და სამხრეთ კორეამ მეორე პოზიციით გადაუსწრეს, ხოლო ათეული სამხრეთ აფრიკამ დახურა.

www.bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.