ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველო რუსეთისთვის საჰაერო სივრცის ჩაკეტვას არ აპირებს
01 მარტი, 2022

საქართველო რუსეთისთვის საჰაერო სივრცის ჩაკეტვას არ აპირებს. როგორც დღეს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, ამ მიმართულებით ქვეყანა სიფრთხილეს იჩენს.

“ჩვენ ამ სიტუაციას ვაკვირდებით, საქართველოს არ აქვს რუსეთთან საჰაერო მიმოსვლა. ამ შემთხვევაში საუბარია საქართველოს გავლით ტრანზიტზე. როდესაც დაკეტილია მთლიანად ევროპის მიმართულება ჩვენს მეზობელ ქვეყნებს, ჩვენს მეგობარ ქვეყნებსაც კი საქართველოს გავლით ფრენა შესაძლოა იყოს ერთადერთი გზა რუსეთთან კავშირისა. ჰუმანიტარულ ნაწილში ვამბობ. იგივე მოსახლეობის კუთხით. 1 მლნ-მდე ადამიანი, რომელიც რუსეთში ცხოვრობს ამ გზას იყენებს. ამ საკითხში ჩვენ საკმაოდ ფრთხილი ვართ და მათ შორის რეგიონის მეზობელ ქვეყნებთან გარკვეული კონსულტაციების შემდეგ ვიმსჯელებთ”, განაცხადა ლევან დავითაშვილმა

avianews.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.