ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველო სკანდინავიიდან ტურიზტების მოზიდვას ცდილობს
23 აპრილი, 2018

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოში სკანდინავიიდან ტურიზტების მოზიდვას ცდილობს. ამ მიზნით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ინფოტური მოაწყო.

შვედეთისა და დანიის წამყვანი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს 4 დღიანი ინფოტურის ფარგლებში ეწვივნენ. ღონისძიება ავიაკომპანია Air Baltic-ის თანაორგანიზებით გაიმართა.

ტურის ფარგლებში სკანდინავიელმა ტუროპერატორებმა თბილისი, მცხეთა, გუდაური და სტეფანწმინდა დაათვალიერეს.

შვედი და დანიელი ტუროპერატორებისთვის სპეციალური პრეზენტაცია გაიმართა, ტურისტული ნაკადების გაზრდის და ტურისტული პაკეტების შექმნის მიზნით სკანდინავიელი ტუროპერატორები ქართველ კოლეგებს შეხვდნენ.

აღსანიშნავია, რომ ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პრესტური ასევე მოეწყო მსოფლიოს გავლენიანი მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის. National Geographic traveler-ის, RES Magazine-ის, Fashion Magazine-ის, The Japan times-ის, Conde Nast traveler-ის და CNN Travel-ის ჟურნალისტებმა ერთი კვირის განმავლობაში თბილისი, ყვარელი, სიღნაღი, ანანური, გუდაური, სტეფანწმინდა, ქუთაისი, პრომეთეს მღვიმე და მარტვილის კანიონი დაათვალიერეს. პრესტურის მონაწილე ჟურნალისტები და ბლოგერები საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატებიდან, კანადიდან, შვედეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, იაპონიიდან და ისრაელიდან ეწვივნენ. ჟურნალისტები საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ გავლენიანი გამოცემებისთვის სტატიებს და ბლოგებს მოამზადებენ.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.