ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
“საქართველო უსაფრთხო ქვეყნად რჩება, გრიპზე გავრცელებული ინფორმაცია გადაჭარბებულია”
24 იანვარი, 2019

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უცხოელი ვიზიტორებისთვის სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

ორგანიზაციის განცხადებით, საქართველოში მოგზაურობა უსაფრთხოა, ხოლო მედიაში სეზონურ გრიპთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია გადაჭარბებულია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში სეზონური გრიპით ავადობის შემთხვევები წინა ოთხი წლის სეზონის ანალოგიურია.

“საქართველოს მთავრობა, მათ შორის ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი იღებენ სისტემურ ზომებს, რათა მოახდინონ სეზონური ვირუსების გავრცელების პრევენცია.

ქვეყანაში არსებული რისკის დონე შეადგენს 251 შემთხვევას, ყოველ 100,000 მაცხოვრებელზე. აღნიშნულ მაჩვენებელს შემცირების ტრენდი აქვს.

ამასთანავე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოში დღეს არსებული ვითარება წინა წლებში არსებული მაჩვენებლების მსგავსია.

შესაბამისად, ამ დროისთვის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოები არ მიიჩნევენ, რომ სეზონურ გრიპთან დაკავშირებული ვითარება სცდება იმ მაჩვენებლებს, რაც წინა წლებში ფიქსირდებოდა.

საქართველოში მოგზაურობის შეზღუდვასთან დაკავშირებით არც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ გასცემს რეკომენდაციას.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი რეკომენდაციას უწევს მოგზაურებს, რათა დაიცვან ჰიგიენის აუცილებელი წესები რათა თავიდან იქნას აცილებული დაავადების გავრცელების ხელშეწყობა,”- წერია განცხადებაში.

www.bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.