ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველომ შესაძლოა COVID-ვაქცინირებულ ტურისტებს 72 საათში PCR-ტესტის გაკეთება მოსთხოვოს
30 ივნისი, 2021

საქართველომ შესაძლოა ვაქცინირებულ ტურისტებს  72 საათში ტესტის გაკეთება მოსთხოვოს.

„აქტიურად მიდის მსჯელობა იმაზე, რომ ტურისტი, რომელიც ქვეყანაში შემოდის, მიუხედავად ვაქცინაციის სტატუსისა, შემოწმდეს ტესტირების საშუალებით. 72 საათში ტესტირების მოთხოვნა დღესაც გვაქვს, თუმცა, ვაქცინაციის სტატუსი ამ შემთხვევაში არის გამონაკლისი და არ მივიჩნევთ საჭიროდ, რომ ტესტირება ასეთ ტურისტებს ჩაუტარდეს, დღევანდელი მდგომარეობით. თუმცა, სამომავლოდ ამ რისკების გათვალისწინებით იგეგმება ტესტირების სქემის გააქტიურება შემომავალი ვაქცინირებული ტურისტებისთვის 72 საათში ერთხელ ტესტირების რეჟიმის გამართვა ქვეყანაში“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

avianews.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.