ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლისთვის მოლაპარაკებები flyadeal-თან მიმდინარეობს
17 მაისი, 2022

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო არაბეთის გაერთიანებული საამიროების კიდევ ერთ ავიაკომპანიასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს. როგორც სოციალურ ქსელში მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი წერს, საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლისთვის მოლაპარაკებები flyadeal-თან მიმდინარეობს.
“ვაწარმოებთ მოლაპარაკებას საუდის არაბეთის სახელმწიფო ავიაკომპანიასთან FlyADeal. მოლაპარაკების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, 3 ქალაქიდან, თბილისისა და ბათუმის მიმართულებით პირდაპირი რეისები შესრულდება.


საქართველოს უსაფროების მაღალი დონე, სწორი პოზიციონირება, ოთხ სეზონურობა და მიმზიდველი ტურისტული პროდუქტები – სწორედ ამ მიზეზების გამო ინტერესდება ავიაკომპანია საქართველოში ოპერირებით.
იმედს ვიქონიებ, რომ ამ მოლაპარაკებებსაც წარმატებით დავასრულებთ და მალე ვიხილავთ ახალ ავიაკომპანიას ჩვენს საავიაციო და ტურისტულ ბაზარზე, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის სექტორის კიდევ უფრო სწრაფ აღდგენას!”, წერს სოციალურ ქსელში ქვრივიშვილი.

avianews.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.