საქართველოს ბანკმა ბაზარზე ტურისტებისთვის დამატებითი კომფორტის შექმნის მიზნით სპეციალური პროდუქტი Tourist Card (ტურისტ ქარდი) გამოიტანა.
Tourist Card-ი საქართველოში ჩამოსულ ტურისტს შესაძლებლობას აძლევს: ბარათით გადაიხადოს მგზავრობის საფასური მეტროში, ავტობუსში, სამარშრუტო ტაქსიში და საბაგიროთი მგზავრობისას. ასევე შეუძლია ისარგებლოს ფასდაკლებებით სხვადასხვა ობიექტში: კაფე-ბარებსა და რესტორნებში; მუზეუმებსა და სუვენირების მაღაზიებში; ტურისტულ კომპანიებში; სასტუმროებსა და სავაჭრო ცენტრებში.
Tourist Card-ით გადახდა შესაძლებელია ყველგან, ნებისმიერი ბანკის პოსტერმინალით.
Tourist Card-ის ფასი 10 ლარია, ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ბარათის შეძენისთანავე - 50-იდან 1 000 ლარამდე თანხის შეტანის ლიმიტით, როგორც ლარის, ასევე დოლარის და ევროს ვალუტაში.
Tourist Card-ის მფლობელები ისარგებლებენ მათთვის საჭირო ბენეფიტითა და ფასდაკლებით. მფლობელი საჩუქრად მიიღებს მაგთის სიმ-ბარათს და 1000 MB-ის მოცულობის ინტერნეტს.
www.travelingeorgia.ge