ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკაში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას „საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის მთავრობებს შორის ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“.
„საქართველოს მთავრობასა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის მთავრობას შორის ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმება მიზნად ისახავს ორი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ურთიერთმიმოსვლის ხელსაყრელი პირობების შემოღებას. შეთანხმება ითვალისწინებს ბიომეტრიული პასპორტის მქონე პირთათვის ვიზის გარეშე ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის, გაჩერებისა თუ ტრანზიტული გადაადგილების უფლების მინიჭებას.
avianews.ge