საქართველოს რკინიგზა თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს
გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 6 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით, ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს– ამის შესახებ "საქართველოს რკინიგზამ" განაცხადა.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებ-გვერდის საშუალებით, სწრაფი გადახდის აპარატებით, საქართველოს რკინიგზის სალაროებში, საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით.
business-partner.ge