2018 წლის 3 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტების რეგულარული და ჩარტერული რეისებით გადაყვანილია 839,612 მგზავრი, რაც 36%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს(621,240 მგზავრი).
მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელია საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში:
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 724,024 მგზავრს მოემსახურა, რაც 37 %-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (528, 145 მგზავრი).
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 15 %-ით გაიზარდა. თუ წინა წლის ანალოგიურ პერიოდში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი 67,892 მგზავრს მოემსახურა, წელს ამ მაჩვენებელმა 78, 020 მგზავრი შეადგინა.
რეკორდული ზრდის ტემპი შენარჩუნებულია ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 36, 762 მგზავრმა ისარგებლა. რაც 55 %-ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (23,696 მგზავრი).
www.travelingeorgia.ge