საქართველოს საჰაერო სივრცეში 2018 წლის 8 თვის განმავლობაში 101 215 ინსტრუმენტალური ფრენა შესრულდა, რაც 8 319 ფრენით ანუ 9%-ით მეტია ვიდრე 2017 წლის იმავე პერიოდში.
საანგარიშო პერიოდში შესრულებული გადაფრენების რიცხვმა 69 912 ფრენა შეადგენა, რომელიც 2017 წლის მაჩვენებელზე 4.2% -ით (2 791 ფრენით) მეტია.
ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება საქართველოს აეროპორტების აფრენა – დაფრენის ზონაშიც. „საქაერონავიგაცია“ 8 თვის მონაცემებით, საქართველოს სამ საერთაშორისო და ორ ადგილობრივ აეროპორტში 31 303 ფრენას მოემსახურა, რაც 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5 528 ფრენით, ანუ 21.4%-ით მეტია.
უწყების ცნობით, საქართველოს საჰაერო სივრცეში ნაფრენი დისტანცია 2018 წლის იანვარ – აგვისტოს ჩათვლით 27 859 000 კმ-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი 316 656 კმ-ით მეტია გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე.
საქართველოს საჰაერო სივრცეს ტრანზიტული გადაადგილებისთვის ყველაზე ხშირად იყენებენ: TURKISH AIRLINES (11,709), AZERBAIJAN AIRLINES – AZAL(4,296), QATAR AIRWAYS (3,884), THAI AIRWAYS INTERNATIONAL LTD (3,042), SINGAPORE AIRLINES (2,850).
საქართველოს აეროპორტების აფრენა-დაფრენის ზონებში ტოპ მომხმარებელად ისევ GEORGIAN AIRWAYS ( 5 092) TURKISH AIRLINES (2,893), WIZZ AIR HUNGARY (2,289), FLYDUBAI (1,613), QATAR AIRWAYS(1,320) დაფიქსირდნენ.
www.travelingeorgia.ge