ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ თურქეთში, სტამბოლის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა და საქართველოს ტურისტული შესაძლებლობები წარადგინა.
EMITT-2018-ის სტუმრებისთვის საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სპეციალური პრეზენტაციები მოეწყო, დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ ენახათ საქართველოს საიმიჯო ვიდეორგოლები.
გამოფენაზე საქართველოს სტენდთან ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად წარმოდგენილი იყო აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და ქუთაისის ტურისტული საინფორმაციო ცენტრი.
გამოფენაში მონაწილეობდნენ კომპანიები SHERATON METECHI PALACE, MARRIOTT TBILISI, GALLERY PALACE, MUSEUM HOTEL,WYNDHAM BATUMI, HEALING CAUCASUS, GEORGIAN TOUR, FREE SPIRIT TOURS, GEORGIAN TRAVEL PROMOTION.
ოთხდღიან გამოფენას მსოფლიოს 85 ქვეყნიდან 600-ზე მეტი ტურ-ოპერატორი დაესწრო. გამოფენა 46.670-მა ვიზიტორმა მოინახულა.
www.travelingeorgia.ge