ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველოში 2 წელში 220 განთავსების ობიექტის გახსნა იგეგმება
28 თებერვალი, 2018

საქართველოში 2018-2019 წლებში 220 განთავსების ობიექტის გახსნა იგეგმება. შედეგად ქვეყანაში 22 200-ზე მეტი საწოლი ადგილი იქნება.  

2015-2017 წლების განმავლობაში, საქართველოში გაიხსნა 200-ზე მეტი განთავსების ობიექტი, 13 700-ზე მეტი საწოლი ადგილით.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, ტურიზმის განვითარება და ხელშეწყობა მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რომლის  ციფრებში გამოხატული შედეგებიც შთამბეჭდავია. 

„2017 წელს 7,5 მილიონზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი გვყავდა, საიდანაც 3,4 მილიონზე მეტი ტურისტი იყო. უახლოესი მიზანია 11 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი. სწორედ ეს გვიბიძგებს ახალი ინვესტიციების განხორციელებისთვის და სწორედ ეს არის მამოძრავებელი ძალა ინვესტორებისა და ჩვენი ქვეყნისთვის“ - აღნიშნა მინისტრმა. 

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.