ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველოში 2 წელში 36 ბრენდული სასტუმროს გახსნა იგეგმება
05 თებერვალი, 2018

საქართველოში 2 წლის განმავლობაში 36 საერთაშორისო ბრენდული სასტუმროს მშენებლობაა დაგეგმილი.

2018-2020 წლის გეგმის მიხედვით, 19 პროექტია დაგეგმილი თბილისში, 7 ბათუმში და 10 დანარჩენ რეგიონებში.

Galt&Taggart-ის მიმოხილვის თანახმად, საერთაშორისო ბრენდული სასტუმროების მშენებლობა საქართველოში გრაფიკს ჩამორჩება. 27 საერთაშორისო ბრენდული სასტუმროდან, რომელიც 2016-2018 წლის პროექტების სიაში იყო მხოლოდ ოთხი დასრულდა, სამი პროექტი კი გაუქმდა. დარჩენილი 20 პროექტიდან, მხოლოდ ოთხის დასრულებაა მოსალოდნელი დაგეგმილ ვადებში.

„დაგვიანებული პროექტები შემდეგნაირად ნაწილდება - 13-დან 10 თბილისში, 4-დან 3 ბათუმში და სამივე პროექტი სხვა რეგიონებში. პროექტების გადადება ძირითადად დაკავშირებულია რეგიონულ არასტაბილურობასთან, რომელსაც თან დაერთო ვალუტის კურსის რყევები. მიუხედავად ამისა, მოსალოდნელია, რომ საერთაშორისო ბრენდული სასტუმროების ოთახების რიცხვი გაიზრდება 1,371 ოთახით (+79.7% წ/წ) თბილისში, 440 ოთახით (+44.9% წ/წ) ბათუმში და 706 ოთახით (+142.3% წ/წ) სხვა რეგიონებში 2018 წლის ბოლომდე“, - ნათქვამია Galt&Taggart-ის მიმოხილვაში. 

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.