ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველოში 2018 წელს უცხოური ტურიზმიდან შემოსავალმა 3,2 მილიარდი დოლარი შეადგინა
08 თებერვალი, 2019

წინასწარი მონაცემებით საქართველოში 2018 წელს უცხოური ტურიზმიდან შემოსავალი 3,2 მლრდ. დოლარს შეადგენს (ზრდა 18.4%), რაც 498 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე – ამის შესახებ „კომერსანტს“ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში განუცხადეს. — ეს ინფორმაცია ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კომერსანტს მიაწოდა. 

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, 2018 წლის I-III კვარტლის მდგომარეობით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში 2,571 მილიარდ დოლარს  შეადგენს (ზრდა +20.5%), რაც 437 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

2017 წლის ჯამური მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 2.7 მილიარდ (2,704,339,872) დოლარს (ზრდა +28.1%), რაც 594 მილიონი დოლარით მეტია 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2018 წლის I-III კვარტლის მონაცემებით შეადგენს 7.6%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით 19%-ია.

2017 წლის ჯამური მონაცემებით წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 6.8% შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11.5%.

ლიკა გურაბანიძე

www.commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.