ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველოში ავიამიმართულებების 96%-ი აღდგენილია
05 აგვისტო, 2021

1-ლი აგვისტოს მდგომარეობით, საავიაციო ბაზარზე ოპერირებას ახორციელებს 39 ავიაკომპანია – ორით მეტი ავიაკომპანია ვიდრე 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (GCAA)  ინფორმაციით,  ფრენები სრულდება 77 მიმართულებით.

2019 წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდში ავიარეისები სრულდებოდა 80 მიმართულებით, შესაბამისად, აღდგენის მაჩვენებელი 96%-ს შეადგენს;

“2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აღდგენილია ავიარეისების 88%-ი. მიმდინარე წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით, ფრენები ხორციელდება 385-405 სიხშირით კვირაში. 2019 წლის ამ დროს კი, რეისები სრულდებოდა კვირაში 440-460 სიხშირით”, აღნიშნავენ GCAA-ში. 

avianews.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.