ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველოში პირველი ამერიკული ვაფლის კომპანია „ვაფლი-მაფლი“ შემოდგომაზე კაფეს გახსნის
11 სექტემბერი, 2017

რამდენიმე თვის წინ საქართველოში, პირველად ბაზარზე, ამერიკული ვაფლის კომპანია „ვაფლი-მაფლი“ გამოჩნდა. მისი დამფუძნებლები - მეგობრები სალომე სულხანიშვილი და ნინი მესხი არიან.

როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი სალომე სულხანიშვილი აცხადებს, მათი პროდუქციის ასორტიმენტი მრავალფეროვანია და საფასო პოლიტიკაც მისაღებია. ბიზნესში თავდაპირველად ჩადებული კაპიტალი 4 000 ლარი იყო.

width=501

„ჩვენ ამ ბიზნესის განხორციელების იდეა დაახლოებით ერთი წლის წინ გაგვიჩნდა. საზღვარგარეთ ეს პროდუქტი ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს და მომხმარებელში დიდ მოწონებას იმსახურებს.

როდესაც ამ იდეის განხორციელებაზე ფიქრი დავიწყეთ, მაშინ თბილისში ეს ყველაფერი არ იყო. ბევრი დრო დაგვჭირდა, რადგან ამერიკული ვაფლის შემადგენლობა ჩვენს ქვეყანაში რთულად მოსაძებნი აღმოჩნდა. ვაფლის მასა ამერიკიდან და იტალიიდან ჩამოდის.

ჩვენი პროდუქციის ასორტიმენტი მრავალფეროვანია. ამჟამად სულ სამი დახლი გვაქვს და სამომავლოდ მეოთხეს დამატებასაც ვგეგმავთ. რაც შეეხება ფასებს - 5-დან 10 ლარამდე მერყეობს“,  - გვითხრა სალომე სულხანიშვილმა.

width=499

სულხანიშვილი ჩვენთან საუბრისას განმარტავს, რომ ქვეყანაში ბიზნესის წამოწყება რთული არ არის თუ ზუსტად იცი, რა მიზანს ემსახურები.

„თავდაპირველად ყველაფერს საკუთარი ხელით ვქმნიდით, ახლა უკვე გვყავს გუნდი ვინც ვაფლის მომზადებასა და გაყიდვაში იღებს მონაწილეობას. ბიზნესი სამომავლოდ აუცილებლად განვითარდება, რადგან ჩვენი პროდუქციის მიმართ ინტერესი დიდია. ბიზნესის წამოწყება მარტივია, თუ იცი რას ქმნი.

ჩვენი ბიზნესი სეზონურია და ამიტომ, დაახლოებით ორ თვეში კაფეს გახსნას ვგეგმავთ. გვინდა, რომ ხალხმრავალ ადგილას მდებარეობდეს“, - აღნიშნა სულხანიშვილმა.

width=504

 ავტორი: ლიკა გურაბანიძე

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.