ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველოში რუსული საბანკო ბარათებით გადახდები იზღუდება
02 მარტი, 2022

საქართველოში რუსული ბანკების VISA და MASTERCARD პალასტიკური ბარათებით მომსახურება იზღუდება. როგორც საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ „კომერსანტთან“ საუბრისას განაცხადა შეზღუდვა „ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ ბარათებზე არ გავრცელდება.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ვითიბი ბანკს, სბერბანკს, ალფა ბანკსა და გაზპრომბანკს საერთაშორისო სანქციები დაედო. მათ საერთაშორისო ტრანზაქციები აეკრძალათ, ბარათების მფლობელებს კი გადახდების უფლება მხოლოდ რუსეთში შეუნარჩუნდათ.

სანქციების გავლენით ვითიბი ბანკი ჯორჯია იძულებული გახდა ფიზიკური პირების მთელი პორტფელი როგორც დეპოზიტები, ასევე სესხები ბაზისბანკზე გაესხვისებინა, ბანკთან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამაც გაწყვიტა სასპონსორე ხელშეკრულება. ეროვნული ბანკის განცხადებით ვითიბის ლიკვიდობის პრობლემა არ უდგას, თუმცა საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელთა დაცვის მიზნით შესაბამისი ზომების მისაღებად მზად არიან.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.