ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველოში ტურისტების რაოდენობა თებერვალში 27%-ით გაიზარდა
06 მარტი, 2018

საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა ისევ ზრდის ტენდენციით ხასიათდება. 2018 წლის თებერვალში საქართველოს 440 806 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ეს მაჩვენებელი შარშან ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 72 796-ით მეტია (+19.8%).

იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 177 845-ს მიაღწია, რაც 37 927-ით აღამეტება 2017 წლის თებერვლის მაჩვენებელზე (+27.1%).

სულ 2018 წლის იანვარი-თებერვლის მონაცემებით საქართველოს 885 047 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 129 967-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (+17.2%). 

იანვარი-თებერვლის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 367 321 შეადგინა, რაც73 320-ით მეტია 2017 წლის იანვარი-თებერვლის მაჩვენებელზე (ზრდა +24.9%).

“მოხარულები ვართ, რომ საქართველოში ტურიზმი დინამიურად ვითარდება და ამის მთავარი მიზეზი არის, რომ ჩვენს მთავრობას გააჩნია ტურიზმის განვითარების სწორი ხედვა და პოლიტიკა. 2018 წლის თებერვალში 20%-ით გაიზარდა საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა, ტურისტების რაოდენობა, რომლებიც 24 საათი და მეტი დროით დარჩნენ საქართველოში 27%-ით არის გაზრდილი. ეს გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოდ, რომ 2018 წელი იქნება ახალი რეკორდების წელი, ჩვენ პირველად გადავლახავთ 8 მილიონიან ნიშნულს საერთაშორისო მოგზაურების მიმართულებით, ხოლო შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან პირველად გადააჭარბებს 3 მილიარდ დოლარს”, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.