საქართველოში ტყის ეროვნული დონის ინვენტარიზაცია წელს დაიწყება. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, მსგავსი რამ საქართველოში ჯერ არ განხორციელებულა.
ინვენტარიზაცია 2019 წელს დასრულდება. სამინისტროში ამბობენ, რომ შედეგად საქართველოს ექნება მნიშვნელოვანი მონაცემები ქვეყნის ტყეების მდგომარეობის შესახებ, რაც ტყის მდგრადი მართვის დაგეგმვისა და ტყესთან დაკავშრებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების საფუძველია, ამავდროულად ხელს შეუწყობს საერთაშრისო ანგარიშგებას.
ქვეყნის ტყეების შესახებ განახლებული მონაცემები იძლევა ტყითსარგებლობისა და ტყის მართვის უკეთ დაგეგმვის საშუალებას და ტყის მდგრადად მართვის შესაძლებლობას, რაც პირდაპირ აისახება მოსახლეობაზე ტყის რესურსებზე მათი მოთხოვნილების დაკმაყოფილების მხრივ.
ქართველ სპეციალისტებს გამოცდილება სლოველნიელმა კოლეგებმა გაუზიარეს. სლოვენია ბუნებრივი ტყეების მართვის საუკეთესო პრაქტიკით გამოირჩევა, განსაკუთრებით ტყის ინვენტარიზაციის, საინფორმაციო სისტემებისა და დაგეგმვის მიმართულებით.
www.travelingeorgia.ge