ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველოში ყველაზე გრძელი სარკინიგზო გვირაბის მშენებლობა დასრულდა
31 მაისი, 2018

საქართველოს რკინიგზამ ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი სარკინიგზო გვირაბის სამშენებლო სამუშაოები დაასრულა.

გათხრითი სამუშაოები ქვიშხეთი - ზვარეს დამაკავშირებელ მარჯვენა საოპერაციო გვირაბს ჩაუტარდა. გვირაბის სიგრძე 8 350 მეტრია. მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ექვსივე სარკინიგზო გვირაბის მშენებლობა დასრულებულია. 

რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი 2019 წელს დასრულდება და მისი განხორციელების შედეგად, ტვირთის გამტარუნარიანობა 27 მლნ-დან 48 მლნ ტონამდე გაიზრდება.

როგორც რკინიგზაში ამბობენ, შემცირდება ეკოლოგიური რისკები და მგზავრობის დრო. ამ დროისათვის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების 79% უკვე შესრულებულია.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.