თბილისში Hilton-ის ბრენდის სასტუმროს მშენებლობა დაიწყო.
5-ვარსკვლავიანი სასტუმრო კოსტავას ქუჩის N41-ში გაიხსნება. მისი მშენებლობა 2019 წელს დასრულდება და ექსპლუატაციაში 2020 წელს შევა.
პროექტს საინვესტიციო კომპანია „გრანატ-ინვესტმენტი" განახორციელებს. „ჰილტონ თბილისის" მთავარი კონტრაქტორი დეველოპერი კომპანია იქნება BBC, სამშენებლო პროცესს კი, მენეჯმენტს ბრიტანული კომპანია BHP გაუწევს, რაც უმაღლესი სტანდარტების დაცვის გარანტი იქნება.
ამ ეტაპზე, პროექტის თანახმად, 150 ახალი სამუშაო ადგილია შექმნილი, საერთო ჯამში კი, 500-მდე ადამიანი დასაქმდება.
www.travelingeorgia.ge