ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სასტუმრო "ქვევრები" 2024 წლიდან, სასტუმროს გაფართოებას გეგმავს
05 ოქტომბერი, 2023

2024 წლისთვის, სასტუმრო "ქვევრებს" გაფართოების გეგმები აქვს, -  ამის შესახებ "ბიზნესპარტნიორს" სასტუმროს დამფუძნებელმა, გიორგი როჩიკაშვილმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ამჟამად სასტუმროს ტერიტორიაზე სამ სართულიანი შენობაა განთავსებული, რომელიც 17 ნომრისაგან შედგება. ამასთან, ადგილზე 20 ქვევრია მოთავსებული, რომლის რაოდენობის ზრდაც მომავალ წელს იგეგმება.

"ამ ეტაპზე, სასტუმროს ჯამში 80 ადამიანის მასპინძლობა შეგვიძლია, თუმცა მომავალი წლიდან, კომპლექსის დაახლოებით 100 ნომრამდე გაზრდა იგეგმება. ამასთან, პროექტის ფარგლებში, გვინდა კომპლექსს სპა და დახურული აუზიც დავამატოთ.

აღსანიშნავია, რომ ჩვენმა განსხვავებულმა კონცეფციამ დიდი მოწონება დაიმსახურა როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ვიზიტორებში. ქვევრის ტიპის ნომერში ღამის გათევა განსაკუთრებული და განსხვავებული გამოცდილებაა, შესაბამისად, მეტი დატვირთვა ქვევრის ნომრებზე მოდის,"-აცხადებს როჩიკაშვილი.

როგორც სასტუმროს დამფუძნებელი აღნიშნავს, სტუმრების უდიდესი ნაწილი ადგილობრივები არიან.

როჩიკაშვილის ინფორმაციით, ადგილზე ხდება ღვინის წარმოებაც, რომელიც ადგილობრივად იყიდება, ამ ეტაპზე ექსორტზე რეალიზაცია არ განიხილება.

ცნობისთვის, სასტუმრო "ქვევრები" კახეთში, სოფელ შალაურში 3 ჰა მიწის ფართობზე გაშენებული კომპლექსია, რომელიც მიმდინარე წლის 5 სექტემბერს გაიხსნა. მისი მიზანი კი, ქართული ღვინისა და ქვევრის პოპულარიზაციაა.

პროექტი "აწარმოე საქართველოს" მხარდაჭერით განხორციელდა და მთლიანი ინვესტიცია 10 მილიონ ლარამდეა.

business-partner.ge

 

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.