ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სასტუმროების 99.5% კერძო, ხოლო 0.5% – სახელმწიფო საკუთრებაშია
31 აგვისტო, 2017

2016 წელს მოქმედი სასტუმროების 99.5% კერძო საკუთრებაშია, ხოლო 0.5% – სახელმწიფო საკუთრებაში.

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2016 წელს საქართველოში მოქმედი სასტუმროების და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო ფართობი 1675.1 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენდა (29.5%-ით მეტი, გასული წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით). აქედან იჯარით გაცემულია 28.7 ათასი კვადრატული მეტრი, ხოლო ყველა ნომრის საცხოვრებელმა ფართობმა 821.4 ათასი კვადრატული მეტრი შეადგინა (33.3%ით მეტი, გასული წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით).

2016 წელს მოქმედ სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში ადგილების საერთო რაოდენობამ 61.4 ათასი ერთეული შეადგინა. ნომრების საერთო რიცხვი 28.4 ათასი ერთეულია, რომელთა 10.0% ლუქსია, 12.9% – ერთადგილიანი, 57.8% – ორადგილიანი, ხოლო 19.3% სამი და მეტი ადგილის მქონე ნომრებია.

შეგახსენებთ, რომ 2016 წელს საქართველოში  სასტუმროს მომსახურებით დაკავებული 1415 ეკონომიკური სუბიექტი ფუნქციონირებდა.

www.bpi.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.