დაბა კაზრეთთან მდებარე V-X სააუკუნეების სათხეს სამონასტრო კომპლექსი ისტორიულ სახეს აღიდგენს.
კომპლექსის რეაბილიტაცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და „საყდრისის კომიტეტის“ წევრების ერთობლივი ინიციატვით, კომპანია RMG-ის დაფინანსებით უკვე მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში გასუფთავდება ტაძართან გზის მონაკვეთი,ტაძარი გაიწმინდება ხე-მცენარეებისაგან, დღემდე შემორჩენილი კედლის მხატვრობის ფრაგმენტები კი დროებით კონსერვირდება.
სამომავლოდ, სათხეს ტაძრისა და მისი მინაშენების კონსტრუქციული წყობის გამაგრებითი პროცესი წარიმართება, რაც ქსოვილზე არსებული ბზარების გამაგრებას, ავთენტური ქვების წინასწარ განსაზღვრული მეთოდოლოგიით ფასადებზე უკან დაბრუნებას, ჩაქცეული კამარების აღდგენასა და გადახურვის რეკონსტრუქციას გულისხმობს. ტაძრის კედლების ის ნაწილები რომლის საპერანგე ქვა ადგილზე არ იძებნება, კარიერული გზით მოპოვებული ანალოგიური ჯიშის ახალი ქვებით შეივსება.

სამუშაოებს კომპანია „ბაგინეთი +“ ასრულებს.
სათხის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს ქვემო ქართლში დაბა კაზრეთიდან 4 კმ ში. ეკლესიის ირგვლივ მრავლად განირჩევა მშრალი წყობის ნამოსახლარების ნაშთები.
ტაძარი ადგილობრივი ტუფის თლილი კვადრებით ნაგები დარბაზული ეკლესიაა, მას სამხრეთი, დასავლეთი და ჩრდილოეთი მინაშენები აქვს, რომელიც მრავალფენიანი და მრავალშრიანია და ასახავს მშენებლობისა და ხუროთმოძრვრულ-სივრცობრივი გადაწყვეტის სხვადასხვა ეტაპს. ქრონოლოგიურად ჩრდილოეთი მინაშენი განეკუთვნება V-VI სს., რომლის კედლებში უხვადაა ჩართული და გამოყენებული იმავე პერიოდის ერადოვანი ქვის სტელები. იგი XVII ს-ში საფუძვლიანად შეუკეთებიათ. მთავარი, ცენტრალური ტაძარი X ს-ისაა, სადაც ჩრდილოეთ კედლად გამოყენებულია V-VI სს. ტაძარი გამორჩეულია ორნამენტული პლასტიკით ორთული სარკმლებით, მრავალფეროვანი ეპიგრაფიკული წარწერებით, მხატვრობის სათხის ეკლესია. ცენტრ. ეკლესიის დას. ფასადი და სამხრ. მინაშენის დას. ფასადი აღმ. ფასადის სარკმელი ფრაგმენტებით. სათხის ეკლესიის მდიდარი ჩუქურთმით მკული ცნობილი კანკელი დღეს საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია გადატანილი.

პროექტი საქართველოს საპატრიარქოს 4 ეპარქიას, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და RMG-ის შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ხორციელდება, რომელიც სათხეს სამონასტრო კომპლექსთან ერთად, ეროვნული კატეგორიის მქონე კულტურული მემკვიდრეობის 7 უძრავი ძეგლის რეაბილიტაციის 4 წლიან პროგრამას მოიცავს და 1,7 მლნ ლარის გამოყოფას გულისხმობს.
www.travelingeorgia.ge